კომპანია Majorel-ი გრუნის პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კომპანია Majorel-ი გრუნის პარტნიორი გახდა


2023 წლის 12 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კომპანია Majorel-თან.

 

თანამშრომლობა ითვალისწინებს, ერთი მხრივ, განათლებისა და მეცნიერული კვლევის ხელშეწყობას, მომავალი სპეციალისტების კარიერისათვის მომზადებას, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ცვალებადი ეკონომიკის პირობებთან ადაპტირებას, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას, მეორე მხრივ, სტუდენტებისათვის ისეთი მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა/ფორმირებას, რომელიც შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, საზოგადოების საჭიროებებსა და შრომის ბაზრის სამომავლო პროგნოზებს.