გარე მობილობა - 2023

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გარე მობილობა - 2023

სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება, მ/წ 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით (11:00 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა), უნივერსიტეტის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 9 თებერვლიდან) უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  5. ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  6. დიპლომის და დანართის ასლი (მხოლოდ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის);
  7. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  8. 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  9. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  10. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);

 

რეგიისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

 

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ

 

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3; სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური.

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (107)