სამართლებრივი ენის ცენტრი (CLL), რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია, სტუდენტებს სთავაზობს სამართლებრივი ინგლისურისა და სამართლებრივი გერმანულის ონლაინკურსებს. კურსებს უძღვება გრუნის მოწვეული პროფესორი, სამართლის დოქტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი, ხატია თანდილაშვილი.
ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გრუნის სტუდენტები სარგებლობენ სპეციალური ფასდაკლებით.
ამ ეტაპზე CLL-ის შეთავაზებაა სამართლებრივი ინგლისურისა და გერმანულის ზოგადი კურსები, რომლებიც მოიცავს სამართლის რამდენიმე დარგს. სამართლებრივი ინგლისურის კურსები დაყოფილია დონეების მიხედვით. კურსების მოკლე აღწერილობა მოცემულია თანდართულ ფოტოებში.
დეტალური აღწერილობის გაცნობა შესაძლებელია CLL-ის ვებგვერდზე - https://cll.ge.
CLL-ი დაინტერესებულ პირებს ფეისბუკგვერდითა და ინსტაგრამით სთავაზობს სახალისო ტესტებს, რომლითაც შესაძლებელია სამართლებრივი ინგლისურსა და სამართლებრივ გერმანულში ცოდნის გაღრმავება. ასევე, სოციალურ ქსელში მუდმივ რეჟიმში განთავსებულია CLL-ის სიახლეები.
Facebook - Center For Legal Language • სამართლებრივი ენის ცენტრი
Instagram - https://www.instagram.com/centerforlegallanguage/
ვებგვერდი - https://cll.ge