ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია


24 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიმართა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია: „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში“.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი. კონფერენცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“, ორგანიზებით, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 

ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ცირკულარული ბიზნესის შექმნა-განვითარების შესაძლებლობების შესახებ. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის განვითარებით ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შერბილების მნიშვნელობის საკითხებსაც.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი.

 

დაისახა სამომავლო გეგმები საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.