ანაზღაურებადი სტაჟირება საერთაშორისო დონის სასტუმროებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ანაზღაურებადი სტაჟირება საერთაშორისო დონის სასტუმროებში


2022 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის კომუნიკაციების დირექტორთან ნინი კაპანაძესა და სასტუმრო Radisson Blu Iveria Tbilisi-ის HR დეპარტამენტის სპეციალისტ ლიზა გეჯაძესთან.

 

შეხვედრა შეეხებოდა მარიოტში, შერატონსა და რედისონში USAID-ისა და AMCHAM-ის დაფინანსებით გამოცხადებულ ანაზღაურებად სტაჟირებას.

 

სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და უზრუნველყოს კვალიფიციური პერსონალის, ასევე, სტუდენტების გადამზადება შესაბამისი პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით. ტრეინინგის პირველი თვე დაეთმობა თეორიულ გადამზადებას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები შეისწავლიან სასტუმროს ოპერირების ძირითად და მთავარ პროგრამა Opera-ს.

 

ტრენინგის მომდევნო 4 თვე დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას. მონაწილეები უშუალოდ იქნებიან ჩართული სასტუმროების დეპარტამენტების საქმიანობაში და ამ გზით გაეცნობიან ყოველი დეპარტამენტის სამუშაო სპეციფიკას. პრაქტიკული ნაწილი ანაზღაურებადია, ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 700 ლარს თვეში.

 

ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

სწავლება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სასტუმროებში უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს მონაწილეებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

 

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეზიუმე გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr.tbilisi@sheraton.com