გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სტუდენტთა პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას დამსაქმებლებთან.
20 დეკემბერს უნივერსიტეტმა უმასპინძლა 21-მდე კომპანიას, რომლებიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით იქნა მოწვეული.
ფორუმი გახსნეს: რექტორის მოადგილეებმა გულიკო გალდავამ, ვახტანგ ჭარაიამ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა.
სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზეს კომპანიებმა: თეგეთა მოტორსმა, საქართველოს ბანკმა, ბანკმა კრედომ, ნავნემ, გრინვეი საქართველომ, ამბოლმა, ევექსმა, შპს ტრანსპორტერმა, ელიტელექტრონიქსმა, შპს „ჯი არ სიმ“, ელ თი ბიმ, აჭარა ჯგუფმა და სხვა. ფორუმის დასრულების შემდგომ რექტორის მოადგილეებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, სტუდენტთა კარიერული მომზადებისათვის განსახორციელებელი პროექტები და აქტივობები.