მოსამართლეები პასუხობენ სტუდენტის შეკითხვებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მოსამართლეები პასუხობენ სტუდენტის შეკითხვებს


ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა გრუნის, USAID-ისა და ორგანიზაციის „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ ერთობლივი შეხვედრა-დისკუსია: „მოსამართლეები პასუხობენ სტუდენტების შეკითხვებს“.

 

შეხვედრაზე განიხილეს „ქალთა უფლებების რეალიზაცია - სასამართლო პრაქტიკა“.

 

დისკუსიაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ყველა მიმართულების, მათ შორის, ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებიც. მათ შეკითხვებს პასუხობდნენ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ჯგუფის წევრები, მოსამართლეები:

  • ქეთევან მამაცაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლო;
  • ბადრი ნიპარიშვილი - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო;
  • ხატია არდაზიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლო.

 

შეხვედრა გახსნა და განსახილველი საკითხის აქტუალობის შესახებ ისაუბრა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

მოწვეულმა მოსამართლეებმა მოკლედ მიმოიხილეს:

  • ქალთა ქონებრივი უფლებები, საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა, ქალების ფინანსური დამოკიდებულება ოჯახზე / მამაკაცზე;
  • გენდერული სტერეოტიპები საზოგადოებაში. როგორ მოვახდინოთ გენდერული სტერეოტიპების და გენდერული მიკერძოების ფაქტების იდენტიფიცირება;
  • ოჯახური ძალადობა, სასამართლოს როლი მის პრევენციასა და დაზარალებული ქალების დაცვაში: შემაკავებელი და დამცავი ორდერები.

 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას. სტუდენტებმა მოსამართლეებთან მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და სტუმრებს თავიანთი მოსაზრებებიც გაუზიარეს.

 

ღონისძიებას უძღვებოდა ორგანიზაციის „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ხელმძღვანელი და გრუნის პროფესორი - ნინო ლიპარტია.