საპენსიო რეფორმის მთავარი ასპექტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საპენსიო რეფორმის მთავარი ასპექტები


16 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და სტუდენტებთან განიხილეს საპენსიო ფონდის საქმიანობა, დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.

 

შეხვერას უძღვებოდნენ საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია და სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

 

სააგენტოს დირექტორმა დეტალურად მიმოიხილა ის საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ამ პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს.

 

უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა სტუდენტებს გააცნო სააგენტოში მიმდინარე საინვესტიციო პროცესები და ყურადღება გაამახვილა წმინდა ამონაგების როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, აღწერა საერთაშორისო ბაზრის რეალური სურათი და 2023 წლის სამოქმედო გეგმა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები.

 

შეხვედრა წარიმართა აქტიური კითხვა - პასუხის რეჟიმში. განსახილველმა საკითხმა მსენელების დიდი დაინტერესება გამოიწვია.