მოსწავლეებთან შეხვედრა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მოსწავლეებთან შეხვედრა

16 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინშეხვედრა რეგიონების მოსწავლეებთან, რომელსაც უძღვებოდნენ სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი მერი ლომია და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „გლოუ“ (გოგონები - ჩვენი მსოფლიოს ლიდერები) პროგრამისა და აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის სწავლების - ACCESS პროგრამის, 90-მდე ლიდერული თვისებებით გამორჩეული, წარჩინებული მოსწავლე და მათი პედაგოგები.

 

მასპინძლებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, სასწავლო პროცესი, საგანამანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, ისაუბრეს ფინანსური მხარდაჭერისა და იმ სხვადასხვა პროექტის შესახებ, რომელსაც გრუნი მოსწავლეებისათვის ახორციელებს, მათ შორის, უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტები.

 

შეხვედრამ მოსწავლეების დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე მათგანმა იქვე გამოხატა დაინტერესება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტით.

 

შეხვედრის დასასრულს ანა აბესაძემ და მერი ლომიამ უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.

 

თითოეულმა მოსწავლემ მიიღო ინფორმაციის ნაკრები და ვიდეორგოლები, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და საგანმანათლებლო პროცესს, აგრეთვე, უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ შეღავათებს.