გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას აშშ-ის საელჩოსთან საქართველოში.
1 დეკემბერს გრუნის სამართლის მიმართულების სტუდენტები: ნინი რატიანი, ნიკოლოზ ნაჭყებია, ნიკა გოჩიტაშვილი, ქეთევან თოდაძე და მარიამ ზარქუა საელჩოს მიწვევით მონაწილეობდნენ ორგანიზაცია European Nexus for Georgian Youth-ის (ENGY) ხელშეწყობით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ფემიციდისა და სექსუალური ძალადობის საკითხებს განიხილავდა.
შეხვედრას უძღვებოდნენ საელჩოს თანამშრომლები და ასევე, სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტი.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტებმა სპეციალისტებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და თავიანთი მოსაზრებებიც გაუზიარეს მასპინძლებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ წარმატებული და აქტიური სტუდენტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, შავი ზღვის საერთაშორისო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, საქართველოსა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტებიდან.
გრუნის სტუდენტებმა საელჩოს თანამშრომლებისაგან მიიღეს შეთავაზებაც, ეწვიონ უნივერსიტეტს და განაგრძონ დისკუსია ახალგაზრდობისათვის აქტუალურ სხვა საკითხებზეც.