გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მიზნით.
2022 წლის 24 ნოემბერს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ წარმომადგენლებმა მეორე შეხვედრა გამართეს გრუნის სტუდენტებთან.
სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა, მერი ლომიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ სტუდენტებს გააცნეს დრონისთან ერთად განხორციელებულ პროექტები და ისაუბრეს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის მისაღებად.
შეხვედრაზე დრონის პროგრამის კოორდინატორმა, ანა კაციაშვილმა, წარმოადგინა ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამები, რომლებიც არაფორმალური განათლების სფეროს მოიცავს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს უფასოდ ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, იმუშაონ ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, განივითარონ უნარები, აიმაღლონ პროფესიული კომპეტენცია და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. პროგრამის კოორდინატორმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია, როგორ უნდა შეარჩიონ სასურველი პროექტი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი მონაწილე, როგორია ფინანსური უზრუნველყოფის პირობები და რა ვადით და რამდენჯერ შეუძლიათ მონაწილეობა შემოთავაზებულ პროექტებში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პროგრამის ორი მონაწილე, მარიონ ჯაკარტი საფრანეთიდან და მალინ ჰოეპნერი გერმანიიდან, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისა და მიღებული გამოცდილებისა შესახებ.
პრეზენტაციის ბოლოს, რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ქეთევან გაბრიჭიძემ სტუმრებს ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერებინეს.
პროგრამებმა სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.