20-21 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი OSCE-ს ორგანიზაციისა და მართვის საკითხებზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის არსის, მიზნების, სტრუქტურისა და ორგანიზაციული თავისებურებების შესახებ ცოდნის განვითარება, OSCE-ში ჩართულ ყველა სუბიექტისთვის, გამოცდის მიმდინარეობის პროცესში, ადეკვატური მოქმედების უნარის გამომუშავება. ტრენინგში მონაწილეობდა 15 აკადემიური და მოწვეული პერსონალი, 25 შემფასებელი 3 სტანდარტიზებული პაციენტი.