2022 წლის 19 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების დღეს, გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დიდი მწერლისა და მოაზროვნის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, აგრეთვე, ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები მწერლის ნაწარმოებების, პუბლიცისტური წერილების, კინოსა და თეატრში მისი მოღვაწეობის შესახებ. თითოეული მოხსენება გამოირჩეოდა საინტერესო ანალიზითა და კვლევით და შეიცავდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ვიდეოჩანართებსა და ფაქტებს გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
კონფერენციაზე განხილული თემატიკა:
ემიგრაციის ხვედრი
გიორგი მორჩილაძე - I კურსი, ანამარია ქუთათელაძე- II კურსი
ხელმძღვანელი: ნინო მაჭავარიანი
ფესვებმოწყვეტილი კაცის ტრაგიზმი (გველის პერანგი, დიონისოს ღიმილი)
ელისო ცირამუა - IV კურსი
ხელმძღვანელი: პროფ. მერი ლომია
ქისტის ქალაი ლამარა
ანა ურდულაშვილი - II კურსი
ხელმძღვანელი: მაია თაბაგარი
ენობრივი თამაშები გრ.რობაქიძის პუბლიცისტიკაში
კესო მანჩხაშვილი - I კურსი
ხელმძღვანელი: პროფ.დიანა ტყებუჩავა
ლიტერატურული ტექსტი და კინემატოგრაფი - გრ.რობაქიძის წერილის „ბაში-აჩუკ“, კონტექსტში
ნანა ძანაშვილი. სალომე ონეზაშვილი - I კურსი
ხელმძღვანელი: პროფ. მაია ხაჩიძე
გრიგოლ რობაქიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
ლიზი ჩიმჩიური - III კურსი
ხელმძღვანელი: პროფ. პაატა ნაცვლიშვილი
ნარკვევები გრ. რობაქიძის პირადი ცხოვრებიდან
ანი ეგნატაშვილი - II კურსი
ხელმძღვანელი: პროფ. თათია პაჭკორია
კულტურული შოკი
მარიეტა მჟავანაძე, ჯანო მესხია - ფსიქოლოგიის მიმართულების IV კურსის სტუდენტები
ხელმძღვანელი: თამარ დორეული
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ტარტუსა და ლაიფციგის უნივერსიტეტებიდან მიღებული დოკუმენტური მასალა გრიგოლ რობაქიძის სტუდენტური წლების შესახებ, რომელიც რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ მოამზადა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: რექტორი მამუკა თავხელიძე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნინო შოშიტაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
სტუდენტების ნამუშევრებმა რექტორის დიდი მოწონება დაიმსახურა.