საერთაშორისო კონფერენცია თურქეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონფერენცია თურქეთში


2022 წლის 21-22 ოქტომბერს თურქეთში, სტამბოლის Fenerbahce University - ში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებებს მიეძღვნა.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გერმანიის, უკრაინის, პაკისტანის, ბანგლადეშის, რუმინეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, მოლდავეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, თურქეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ავსტრალიის, ისრაელის, კუბის, სერბეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

 

კონფერენციამ განიხილა პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, საგანმანათლებლო, ინტერნაციონალური, კულტურული, ფსიქოლოგიური ტრენდები და პერსპექტივები. ასევე, ამ სფეროებში არსებული პრობლემები და მიმდინარე პროცესები, გამოწვევები, წარმოაჩინა ტექნოლოგიური განვითარების გზები, გასაუმჯობესებელი მხარეები და სხვადასხვა პრობლემის უკეთ გადაჭრის შესაძლებლობები.

 

გახსნის ცერემონიალზე კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა Fenerbahce University-ის რექტორმა, პროფესორმა ემინ არატმა და კონფერენციის ხელმძღვანელმა პროფესორმა აიტეკინ დემირქიოღლუმ.

 

პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრულველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში, დოქტორანტი გუგული თურმანიძე და ბიზნესისა და მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი თინათინ ჟორჟოლიანი. სამუშაო სესიებზე მათ ინდივუდუალურად წარადგინეს მოხსენებები, დამსწრეებს გააცნეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, დაფინანსების გზები და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.

 

მონაწილეებმა გუგული თურმანიძემ და თინათინ ჟორჟოლიანმა თურქეთისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა მუჰამედ აშფაქმა მზადყოფნა გამოხატა ეწვიოს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს და სპეციალურად გრუნის სტუდენტებისთვის წაიკითხოს სალექციო კურსი ეკონომიკის, გლობალური ეკონომიკისა და განათლების ხარისხის საკითხებზე.

 

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები.