2022 წლის 31 ოქტომბერს გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრისა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია სამართლისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის.
დიჟონის უმაღლესი სასამართლოს იურიდიულმა ექსპერტმა, ტურიზმის სამართლის სპეციალისტმა - ნატო ტაბუცაძემ, სტუდენტებთან განიხილა „ტურიზმის სამართალი. მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია". მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ტურისტული საწარმოს პასუხისმგებლობის შესახებ ფრანგული სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე.
ლექციის დასასრულს სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.