საკონკურსო პროექტ „რაკურსის“ ფარგლებში გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ თათია (მაია) პაჭკორიას მასტერკლასი თემაზე: „პორტრეტის ჟანრის მხატვრული ვიდეოჩანახატის მომზადება“.
ავტორმა წარმოადგინა პორტრეტის ჟანრის ფილმი ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და დირიჟორზე ნიკოლოზ რაჭველზე.
პროფესორმა სტუდენტებთან განიხილა ამ ჟანრის ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების პროცესი, გააცნო მათ ფილმში გამოყენებული საარქივო მასალები და უცნობი ფოტოკადრები, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
პროექტი „რაკურსი“ თბილისის მერიის პროექტია, რომელიც შემოქმედი სტუდენტების პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.