აშშ-ის საელჩოს გაცვლით პროგრამებს გრუნის სტუდენტები გაეცნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აშშ-ის საელჩოს გაცვლით პროგრამებს გრუნის სტუდენტები გაეცნენ


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა აშშ-ის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორს, ირაკლი მალანიას. სემინარი, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გრუნის სტუდენტების ჩართვას ისახავს მიზნად, მოიცავდა სტუდენტებისათვის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების გაცნობას.

 

პროგრამის კოორდინატორმა დაწვრილებით ისუბრა პროგრამების დანიშნულების, მიზნებისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი წარმატების მისაღწევად. შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს პროგრამები:

 

Fulbright Graduate Student Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/

 

Study of the United States Institute for Students - https://ge.usembassy.gov/education-culture/2016-susi-student-leaders-local-state-federal-public-policymaking/

 

Global Undergraduate Exchange Prohram (UGRAD)- https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/global-undergraduate-exchange-program-ugrad-for-undergrads/

 

პრეზენტაციის შემდეგ ირაკლი მალანიას უნივერსიტეტში უმასპინძლეს რექტორის მოადგილეებმა: გულიკო გალდავამ და გიორგი მირიანაშვილმა, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა, მერი ლომიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ.

 

მასპინძლებმა სტუმარს მთავარი კამპუსი, სასწავლო გარემო, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მულტიმედიაცენტრი დაათვალიერებინეს.