მ/წ 6 ოქტომბერს, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მონაწილეობით ჩატარდა ვებინარი, რომლის მიზანი იყო გრუნის პროფესორ-მასწავლებლებისთვის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების ორგანიზაციული და შინაარსობრივი ასპექტების გაცნობა. ვებინარი ხელს შეუწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
პროგრამების კოორდინატორმა, თეა კუჭუხიძემ, დაწვრილებით ისაუბრა აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ, იმ მოთხოვნებზე, ვალდებულებებსა და უფლებებზე, რომელთა შესრულება პროგრამაში მონაწილეობისათვის არის საჭირო.
განიხილეს პროგრამები:
- Fulbright Visiting Scholar Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-visiting-scholar-program-university-professors/
- Fulbright Faculty Development Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-faculty-development-program/
- Study of the United States Institute for Scholars - https://ge.usembassy.gov/education-culture/susischolars/
ვებინარის ბოლოს დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხი მათთვის სასურველ კითხვებზე.