საერთაშორისო ჟურნალში გრუნის მკვლევრების სტატიები გამოქვეყნდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო ჟურნალში გრუნის მკვლევრების სტატიები გამოქვეყნდა

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Media4u Magazine გამოქვეყნდა გრუნის საპატიო დოქტორის როზმარინა დუბოვსკასა და ახალგაზრდა მკვლევრების, დოქტორანტების: არჩილ გამზარდიასა და იოსებ წერეთლის სამეცნიერო სტატიები.

 

სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა სფეროში განათლების როლს, საზოგადოებრივ მოვლენებზე ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას, ტექნიკური მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვას ეხება. ამასთან, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი დანაშაულის პრევენციის, პოლიტიკურ კულტურაზე საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლების მნიშვნელობას.

 

Media4u Magazine ISSN 1214-9187 არის პერიოდული ონლაინ სამეცნიერო გამოცემა, რომლის სარედაქციო საბჭოს წარმოადგენენ მეცნიერები ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, აშშ - დან, საქართველოდან, პოლონეთიდან, ირლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს აღნიშნულ საბჭოში წარმოადგენს სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

 

ჟურნალი დაცულია EBSCO Publishing - ის ჩეხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზებში.