26 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად განხორციელდება COVID 19-ის პანდემიამდე მოქმედ რეჟიმში, აუდიტორიებში.
წელს უნივერსიტეტმა 700-მდე პირველკურსელი მიიღო, მათ შორის, 9 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, 10 სტუდენტმა კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული საუკეთესო შედეგებით უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის უფლება მოიპოვა.
პირველ სასწავლო დღეს სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, რექტორის მოადგილეებმა გულიკო გალდავამ და გიორგი მირიანაშვილმა, ასევე, დეკანებმა: ვახტანგ ჭარაიამ, ანა თეგეთაშვილმა და ნინო შოშიტაშვილმა ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს.
საზეიმო დახვედრის შემდეგ პირველკურსელები დეკანატებმა მიიღეს, პროფესორ-მასწავლებლებმა სტუდენტებს სასწავლო პროცესი გააცნეს, უნივერსიტეტი დაათვალიერებინეს და საღამოს დაგეგმილ წვეულებაზეც მიიწვიეს.
უნივერსიტეტი თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ ულოცავს ახალი, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს, რომ ფეხბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს ეს წელი მათთვის.