პრაქტიკული ინგლისურის სასწავლო კურსი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მოსწავლეებს შესთავაზა, ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად მიმაჩნია, რომელმაც არაერთ მოსწავლეს მისცა განვითარების შესაძლებლობა, შესძინა ახალი ცოდნა, თავდაჯერებულობა და გამბედაობა, მათ შორის ჩემი შვილიცაა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ამერიკელ პედაგოგს ბრენდონ ჰარდინგს გაწეული შრომისათვის, საოცრად შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილებისათვის, მადლობა ასეთი აქტიური ზაფხულისათვის!
თქვენი უნივერსიტეტი ნამდვილად იმსახურებას ქებას!
წარმატებას გისურვებთ თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც შექმნა ეს პროექტი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის…
გურანდა ქავთარაძე
თბილისის 72-ე საჯარო
სკოლის მოსწავლის ნატალი
ქარცივაძის
მშობელი