უკრაინელმა სტუდენტმა ანისია როკაჩოვამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტაჟირება დაასრულა.
ანისია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (აბუ-დაბი) მეორე კურსის სტუდენტია, რომელმაც გრუნის მოწვევით 2021-2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში (ივლისი-აგვისტო) არაანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურში.
უკრაინელმა სტუდენტმა შეისწავლა სტრატეგიული გეგმის მომზადების მთავარი პრინციპები, მათი მნიშვნელობა და დანიშნულება, მოამზადა გრუნისა და მშობლიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ანალიზი და წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია და წინადადებები ორი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ჩემთვის მეტად რთულ პერიოდში მოწვევისა და თბილი მიღებისათვის.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხელმძღვანელებს - სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსს მერი ლომიას და რექტორის მრჩეველს ანა აბესაძეს სტაჟირების დროს გაწეული დახმარებისათვის.
უნივერსიტეტში მივიღე ახალი ცოდნა, შევიძინე გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც განსაკუთრებით გამომადგება, როგორც მომავალ მარკეტოლოგს.
გრიგოლ რობაქიძისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო საქმიანობის კვლევის ფარგლებში აღმოვაჩინე ბევრი საერთო, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. მიმაქვს ბევრი საინტერესო წინადადება, რომელსაც ჩემს მეგობრებს გავუზიარებ. მე აუცილებლად დავბრუნდები...“.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ანისია როკაჩოვას, წარმატება და მშვიდობა უსურვა მასა და მის ქვეყანას, გადასცა სამახსოვრო საჩუქრები და მომავალ ზაფხულსაც მოიწვია უნივერსიტეტში.