სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება მ/წ 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით (გარდა შაბათ-კვირისა), უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 12 სექტემბრიდან) უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.
უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
- აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
- 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
- სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004
გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3;
საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (107)