მედიცინის მიმართულების სტუდენტები იტალიას ეწვივნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიცინის მიმართულების სტუდენტები იტალიას ეწვივნენ


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, რამდენიმე წელია ხორციელდება მედიცინის სკოლის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი საზღვარგარეთის ქვეყნებში.

 

სტუდენტები მონაწილეობენ პარტნიორი უნივერსიტეტების სასწავლო სემინარებსა და კონფერენციებში, თანამშრომლობენ პარიზის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და რომის საპიენსას უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან. ამასთანავე, ეცნობიან ამ ქვეყნების ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას.

 

2022 წლის ივნისში მედიცინის მიმართულების სტუდენტთა 15-კაციანი ჯგუფი იტალიაში გაემგზავრა. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა ვიზიტი საპიენსასU უნივერსიტეტში, რომელთანაც ჯერ კიდევ 2019 წელს დაიდო ხელეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, მაგრამ იტალიაში მოგზაურობის დროს სტუდენტებმა მოინახულეს ვატიკანის მუზეუმი და სიქსტის კაპელა, კოლიზეუმი, ეწვივნენ მილანის მუზეუმებს, მოინახულეს ვენეცია და სხვ.

 

სტუდენტები მშობლიურ უნივერსიტეტს წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ.