მოჰამედ კეტატა - გრუნის საპატიო დოქტორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მოჰამედ კეტატა - გრუნის საპატიო დოქტორი


საერთაშორისო და რეგიონული პროექტები, გაცვლითი პროგრამები და სასწავლო სტიპენდიები, ახალგაზრდობის გაძლიერებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერის ღონისძიებები - ასეთი გახლავთ გრუნისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორია, რომელშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დირექტორს - მოჰამედ კეტატას.

 

გრუნის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მოჰამედ კეტატას მიენიჭა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

საპატიო ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: თამარ ღარიბაშვილი - საქართველოში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი, მამუკა თავხელიძე - უნივერსიტეტის რექტორი, თამარ გაგოშიძე - ასოცირებული პროფესორი, გრუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა მოჰამედ კეტატას თანამშრომლობისათვის და ერთად განხორციელებული საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებისათვის; აგრეთვე, იმ განსაკუთრებული და მეგობრული დამოკიდებულებისათვის, რომელსაც ის ყოველთვის იჩენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმართ.

 

მოჰამედ კეტატამ აღნიშნა, რომ დღეიდან ის გრუნის ელჩია მსოფლიოში და კვალავაც არ დაიშურებს ძალისხმევას ამ უნივერსიტეტის საქმიანობის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.