სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე სულ ახლახან გაიხსნა იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და საშუალებას იძლევა, ამგვარი პროცესები წარიმართოს დადგენილი წესებისა და პროცედურების სრული დაცვით.
2022 წლის 18 ივნისს გრუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის - თამარ კერძაიასა და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის ინიციატივით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი შრომის სამართალში.
პროცესში მონაწილეობდა ორი გუნდი, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თბილისის სასწავლო კამპუსისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები:
I გუნდი (თბილისი) - ლიკა გურაბანიძე, სანდრო გაგიშვილი, ნიკა ნაჭყებია, რამილა ვალიევა და მარიამ კაპანაძე ;
II გუნდი (ბათუმი) - ნინო ჯაყელი , მაკა დუმბაძე , თამარ კომახიძე , ილია სურმანიძე, ქეთინო ბოლვაძე, სოფიკო ცივაძე.
სტუდენტებმა, რეალური სასამართლო პროცესის მსგავსად, მოირგეს პროცესში მონაწილე მხარეთა როლები. პროცესი შინაარსობრივად მოამზადეს: სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა - თამარ კერძაიამ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ- ხათუნა ბოლქვაძემ, ბათუმის წარმომადგენლობის ლექტორმა - ლევან თენიეშვილმა და შრომის სამართლის ექსპერტმა - თათია ხაბეიშვილმა.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე ორივე გუნდმა გამოავლინა სათანადო მომზადება და პროფესორ-მასწავლებლების შექებაც დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი, რომელიც სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID/ROLP) ფარგლებში სტუმრობს საქართველოს. პროგრამა მიზნად ისახავს მართლმსაჯულების გაძლიერებას ადგილობრივი მოსამართლეების სწავლებით, ამერიკის გამოცდილების გაზიარებითა და ინდივიდუალური კონსულტაციებით.
ირინა ხახუტაიშვილი - ბათუმის ჰაბის იურისტი, USAID/ROLP (სამართლის უზენაესობის პროგრამა).