გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF).
სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგებით, 2022 წლის 11-15 ივლისს, სააგენტოს (AUF) სრული დაფინანსებით, გრუნის ორი სტუდენტი - ოთო არაბიძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის მეორე აკადემიური წლის სტუდენტი და ნანა გელაზონია, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი - გაემგზავრება ქალაქ ბუქარესტში (რუმინეთი) ფრანკოფონიის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ოთოს და ნანას გრუნი წარმატებას უსურვებს.