სტაჟირება ევროპაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირება ევროპაში


წარმატებით დასრულდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დირექტორის, გოჩა ოჩიგავას სტაჟირება ჩეხეთში, კარლოსის სახელმწიფო და პოლონეთში, ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

 

კარლოსის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე შედგა ვიზიტი, რომელსაც ორგანიზებას უწევდა დეკანის მოადგილე (სამაგისტრო სწავლების მიმართულებით), დოცენტი მარტა ხრომა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დავიდ კოჰოუტი. ბატონი გოჩა გაეცნო სამაგისტრო საფეხურზე ახალ დისციპლინებს, თვითშეფასების ახალ სისტემას აკადემიური პერსონალისათვის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სტუდენტების ჯანსაღი ცხოვრების წესსა და უნივერსიტეტის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის სხვა საკითხებს. გოჩა ოჩიგავას, როგორც კარლოსის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულს, ეთხოვა უნივერსიტეტებს შორის შემდგომი საქმიანი ურთიერთობების წარმართვა.

 

ვროცლავის უნივერსიტეტში ვიზიტს ორგანიზებას უწევდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივარიუსი, მაგისტრი - თადეუშ იუხნევიჩი. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის უფროსთან, მათ შორის, საერაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, ურსულა ბროდასთან. ბატონი გოჩა გაეცნო: სასწავლო პროცესის მართვის გამოცდილებას პოსტკოვიდურ პირობებში, სწავლებისა და შეფასების უახლეს მეთოდებს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესს, სასწავლო პროგრამებს უცხოელი სტუდენტებისათვის, საზაფხულო სკოლებს და სასწავლო კურსებს, თანამშრომლობას სამეცნიერო - კვლევითი მიმართულებით და სხვა.

 

 გოჩა ოჩიგავამ დაათვალიერა შიდასაუნივერსიტეტო სივრცე, აუდიტორიები, საკონფერენციო და ე.წ. სატიტულო - საცერემონიო დარბაზები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, გაეცნო საბიბლიოთეკო მომსახურების უახლეს ფორმებს.

 

გრუნის ასოცირებულ პროფესორს შესაძლებლობა ჰქონდა შევხვედროდა სპეციალისტებს კრიმინალისტიკის დარგში, მათ შორის, ასოცირებულ პროფესორ რაფალ ჩეშლას.

 

გრუნი განაგრძობს შემდგომ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.