მ.წ. 8 ივნისს, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მედიცინის სკოლის პერსონალის მონაწილეობით (14 პირი) ჩატარდა ფასილიტაციის სესია. კონსულტანტის რანგში, მოწვეული იყო ექსპერტი, ია ავალიშვილი, რომელმაც სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (University of Santiago de Compostela, ესპანეთი) გავლილი სწავლების შედეგად მიღებული უახლესი ცოდნა გაუზიარა ტრენინგის მონაწილეებს, ხოლო გრუნის პროფესორმა თამარ ვახტანგაძემ და პროფესორმა ხათუნა კალაძემ, სესიის მონაწილეებს წარუდგინეს OSCE-ს ორგანიზებისა და ჩატარების საკუთარი გამოცილება.
სესიას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.