ზვიად დოლიძის მასტერკლასი მომავალი ჟურნალისტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ზვიად დოლიძის მასტერკლასი მომავალი ჟურნალისტებისათვის


2022 წლის 8 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრს სტუმრობდა მსახიობი, ტელეკინოგახმოვანების უბადლო ოსტატი, ზვიად დოლიძე.

 

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის ჟურნალისტური ტექსტების გახმოვანების ხელოვნების გაცნობა და დაუფლება.

 

მოწვეულმა სტუმარმა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებთან დეტალურად განიხილა ტელებლოგის, მხატვრული სიუჟეტის, დოკუმენტური ფილმის, სარეკლამო რგოლების, კინოანონსის, პოეზიისა და სხვადასხვა შინაარსის სლოგანის გახმოვანების სპეციფიკა.

 

მასტერკლასს, სპეციალური მოწვევით, „თინ აკადემიის“ 2022 წლის გამორჩეული მონაწილე - ნიკოლოზ შოვნაძეც, ესწრებოდა, რომელიც განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და სამსახიობო ოსტატობით გამოირჩევა.

 

შეხვედრის დასასრულს მედიასკოლის სტუდენტებს შორის მცირე კონკურსი ჩატარდა. მასტერკლასზე მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მომავალმა ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში წარმატებით გაახმოვანეს სხვადასხვა ჟანრის მედიატექსტი და სტუმრის მოწონებაც დაიმსახურეს.