2022 წლის 4 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ორგანიზებით, ონლაინ ფორმატით ჩატარდა სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო “ლექსო, არ დაიკარგები...“, რომელშიც, ძირითადად, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სოლიდარობის ნიშნად, სტუდენტებმა საღამო უკრაინული სიმღერით გახსნეს და შემდგომ წაიკითხეს ლექსები კონსტანტინე გამსახურდიას, გალაქტიონ ტაბიძის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის შემოქმედებიდან, შექსპირის სონეტები, ვეფხისტყაოსნის ტაეპები ქართულად და ინგლისურად.
საღამოს ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე პროფესორი გულნაზ გალდავა, პროფესორი დიანა ტყებუჩავა.
საღამო იყო მეტად შთამბეჭდავი და ამაღელვებელი.
სტუდენტებს კონსულტაცია გაუწია პროფესორმა დიანა ტყებუჩავამ