2022 წლის 3 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორის, სოფიო კილაძის, ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას სტუმრობდნენ უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები.
კომიტეტის სხდომა განიხილავდა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.
კანონშემოქმედებითმა პროცესმა სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ საშუალება ჰქონდათ მოესმინათ კანონპროექტების განხილვა, კომიტეტის წევრთა შენიშვნები და წინადადებები, არგუმენტები ყოველ კონკრეტულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც მომავალ იურისტებსა და საჯარო მოხელეებს უდავოდ დაეხმარება პროფესიულ განვითარებასა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში.