11- დან 17 მაისის ჩათვლით, Erasmus + -ის ეგიდით, ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორი თინათინ ჟორჟოლიანი, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მივლინებულ იყო პოლონეთის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში. ვიზიტის დროს მან ლექციები წაიკითხა პოლონელი სტუდენტებისათვის შემდეგი მიმართულებით: რუსეთის ოკუპაციის და ეკონომიკური კრიზისის შედეგები საქართველოს კონფლიქტურ ზონებში, პანდემია და საქართველო, ტურიზმის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე და სხვ.
გარდა ლექციებისა, გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით, პროფესორი თინა ჟორჟოლიანი შეხვდა უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, დაათვალიერა უნივერსიტეტის ყველა კამპუსი. დაიგეგმა საერთაშორისო კონფერენციებზე პოლონელი კოლეგების საქართველოში ვიზიტი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI