ზოგადი კომენტარი 26 - ასე ეწოდება გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ახალ პროექტს, რომელიც განმარტავს რა უნდა გააკეთონ მთავრობებმა მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყონ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სუფთა, მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი სამყარო.
კომიტეტს სურს ჩართოს მსოფლიოს ბავშვები ამ პროექტის მომზადებაში, მოისმინოს მათი რჩევები, რომლებიც აისახება იუნისეფის ზოგად კომენტარებში.
გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტთან თანამშრომლობას და პროექტში საქართველოს ბავშვების ჩართვას ახორციელებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
ამ მიზნით მიმდინარე წლის 28 მაისს გაიმართა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრის, გრუნის მოწვეული ლექტორის - სოფიო კილაძის, შეხვედრა საქართველოს ბავშვებთან.
შეხვედრაზე სოფიო კილაძემ მოსწავლეებთან ზოგადად მიმოიხილა ბავშვის უფლებების დაცვის სამართლებრივი ასპექტები - საერთაშორისო კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი, გააცნო მათ ბავშვის უფლებების კომიტეტის საქმიანობა, დეტალურად ისაუბრა ზოგადი კომენტარები-26-ისა და ამ საერთაშორისო პროექტში საქართველოს ბავშვების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებს განუმარტა პროექტში ჩართვის პროცედურული საკითხები და შემდგომი აქტივობები, უპასუხა მათ შეკითხვებს.
მოსწავლეებს 30 ივნისამდე აქვთ ვადა თავიანთი რჩევები და მოსაზრებები მიაწოდონ ბავშვის უფლებების კომიტეტს, შემაჯამებელი შეხვედრა - სემინარი კი გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელებთან და წევრებთან გაიმართება მიმდინარე წლის 17 ივნისს.