გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა ონლაინშეხვედრა დამსაქმებელთან, სასტუმრო CLOCKS HOTEL TBILISI-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - ნინო ჩხვირკიასთან, რომელიც გრუნის ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულია.
შეხვედრაზე სტუდენტებს შესთავაზეს სასტუმროს რამდენიმე ვაკანსია, რომელთა შესახებაც HR-მა დეტალურად ისაუბრა, განიხილეს ის მოთხოვნები და მოვალეობები, რომლებსაც მოცემული ვაკანსია ითვალისწინებს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სასტუმრო CLOCKS HOTEL TBILISI-ს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის პროგრამის სტუდენტები გაივლიან პროფესიულ პრაქტიკას სასტუმროში.
დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 21 მაისამდე პირადი მონაცემები (CV) გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.chkhvirkia@clockshotels.com