გრუნისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტის მორიგი ვებინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტის მორიგი ვებინარი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ვირტუალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გრუნიმ, მ/წ 30 აპრილს მეორე ვირტუალურ ლექციას უმასპინძლა. ვებინარს ესწრებოდნენ ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

მოხსენება წარმოადგინა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის მოწვეულმა ლექტორმა, თამარ დოლიძემ, ხოლო ლექციას ფასილიტაციას უწევდა რექტორის მრჩეველი, ბიზნესინგლისურის სასწავლო კურსის ლექტორი ანა აბესაძე.

 

განსახილველი საკითხი ეხებოდა „ინგლისური ენის ცვლილებას მედიასა და გლობალურ კომუნიკაციაში COVID 19-ის პანდემიის დროს და მის ფარგლებს გარეთ“.

 

ვებინარი ასახავდა ინგლისურის, როგორც საერთაშორისო ენის, როლს გლობალური კომუნიკაციის მიზნებისთვის. თამარ დოლიძემ დეტალურად ისაუბრა ინგლისური ენის ცვლილების მიზეზების, გლობალური პანდემიისა და ომის გავლენის შესახებ.

 

მომდევნო ლექცია დაინიშნა მაისში, თემაზე „ბიზნესიმეილის წერა“, რომელსაც ჩაატარებს მოწვეული ლექტორი ანა აბესაძე და პროგრამის ETA ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი, ბრენდონ ჰარდინგი.