2022 წლის 15 აპრილს, ბიზნესის და მართვის სკოლის მოწვევით სტუდენტებისათვის გაიმართა კომპანია ავტობანის დამფუძნებლის ბაკურ ხუნდაძის საჯარო ლექცია თემაზე “სამეწარმეო კულტურა, კორპორაციული ასპექტები და გაყიდვები.“
მოწვეული სტუმარი სტუდენტებს ესაუბრა საქართველოში სამეწარმეო კულტურისა და კორპორაციული გაყიდვების შესახებ, ამასთანავე, გააცნო კომპანია ავტობანის მიღწევები.
ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში.