“Teen Academy“ საზეიმოდ დაიხურა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“Teen Academy“ საზეიმოდ დაიხურა


2022 წლის 17 აპრილს საზეიმოდ დაიხურა „Teen Academy”, გრუნის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

თითქმის ათწლეულია, ამ პროექტს ახორციელებს უნივერსიტეტი და მან არაერთი საინტერესო და წარმატებული მოსწავლე შესძინა გრუნის, რომლებიც შემდგომში ასევე წარმატებით განაგრძობდნენ სწავლას, როგორც სტუდენტი.

 

2022 წლის „Teen Academy” უნივერსიტეტის პროფესურისა და საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შეფასდა, როგორც: საუკეთესო შემადგენლობის, შემოქმედებითი და გამორჩეული მოსწავლეთა აქტიურობით. პროექტი წინა წლებისაგან რამდენადმე განსხვავებულიც იყო: წელს პირველად ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში და მან საშუალება მისცა: რეგიონების მოსწავლეებს ჩართულიყვნენ პროექტის შემოქმედებით საქმიანობაში, უფრო მეტად იყო დატვირთული პრაქტიკული კომპონენტებით, განსხვავებული იყო პრიზებიც. სულ პროექტში მონაწილეობდა 156 მოსწავლე, მათ შორის, რეგიონებიდან - 67.

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს, მოისმინეს ინფორმაცია არჩეული სპეციალობების შესახებ, შემდეგ კი პრაქტიკულად შეასრულეს მათგან მიღებული დავალებები. ჟურნალისტიკისა და სამართლის მიმართულებების მოსწავლეები კრიმინალისტიკასა და მულტიმედიაცენტრში გადანაწილდნენ, სტომატოლოგიის მიმართულების მოსწავლეებმა ადგილზე შეასრულეს მარტივი სტომატოლოგიური პროცედურები. ფსიქოლოგიის, საჯაროსა და ბიზნესის მოსწავლეებმა კი მცირე ფსიქოლოგიურ ტესტებსა და პროექტებზე იმუშავეს.

 

„Teen Academy”-ის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და 20-%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი. ინტერესისა და სურვილის შესაბამისად, დეკანატებთან შეთანხმებით, ყველამ მიიღო ლექციებზე დასწრების უფლება. პროექტის ერთ-ერთი პრიზი - ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების ორთვიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც წელს პირველად შესთავაზა უნივერსიტეტმა მოსწავლეებს, მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებსაც ენის ცოდნის შესაბამისი დონე და სურვილი გააჩნდათ. კურსს უხელმძღვანელებს ამერიკელი პედაგოგი ბრენდონ ჰარდინგი, რომელიც უნივერსიტეტმა სტუდენტებისათვის საგანგებოდ მოიწვია ამერიკიდან.

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებით ჩართულმა მოსწავლეებმა საუკეთესო საკანონმდებლო ინიციატივისათვის დამატებით მიიღეს სასწავლო გრანტი 1500 ლარის ოდენობით. საკონკურსო კომისიამ გრანტი მიანიჭა ფრაქციას „ილიას გზა“: ანა ფრუიძის, მარიამ მექვაბიძის, ლუკა ონიანისა და დეა ხუნდაძის შემადგენლობით.

 

პროექტის შედეგების შეჯამებისას, საზეიმო დახურვის ცერემონიაზე, მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელმა თათია პაჭკორიამ და ტელერადიოცენტრის ხელძღვანელმა ნინო მაჭავარიანმა პროექტის აღმოჩენად დაასახელეს გიორგი მორჩილაძე და ნატალი ვახანია. Seeking an online game that blends aviation thrill with real-money wins? Look no further than Aviator https://aviatoronline.games/ by Spribe. In this guide, explore Aviator's world, its history, gameplay, strategies, and winning opportunities. Aviator's tale began in 2010 when a global team united to create an extraordinary game, aiming to exhilarate players while offering substantial rewards. Their choice: an aviation-themed slot game, merging flight thrills with money-making excitement. Aviator: Where aviation meets winning excitement!

 

რექტორის გადაწყვეტილებით, როგორც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს, გიორგი მორჩილაძესა და ნატალი ვახანიას გადაეცათ სასწავლო გრანტი. ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის მეთორმეტეკლასელმა გიორგი მორჩილაძემ მიიღო 90%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი, ნატალი ვახანია კი გრუნიში ისწავლის სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის განსაზღვრული საფასურის ფარგლებში.

 

პროექტის დახურვის ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ყველა მოსწავლეს პროექტში მონაწილეობისა და აქტიურობისათვის და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ისურვებდა თავის რიგებში. ნაყოფიერი პარტნიორული თანამშრომლობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის კლასიკური გიმნაზიის, თბილისის 98-ე, 179-ე, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლების დირექტორებს, აგრეთვე, კერძო სკოლა ახალ ქართულ განათლებასა და ტყიბულის განვითარების ფონდს.