სასტიპენდიო კონკურსი სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასტიპენდიო კონკურსი სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და საფრანგეთის Sciences Po Rennes უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და სამართლის სკოლების სტუდენტებისთვის გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი 2022-2023 წლის პირველი სემესტრისთვის.

 

სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 200-დან 600 ევრომდე და განისაზღვრება სტუდენტის მოსწრების საფუძველზე. განიხილება როგორც ინგლისურ, ისე ფრანგულენოვან პროგრამაზე ჩარიცხვა, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება ფრანგული ენის მცოდნე აპლიკანტებს.

 

მსურველებს, ა/წ 15 აპრილამდე, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე t.gagoshidze@gruni.edu.ge

 

საფრანგეთის უნივერსიტეტში სწავლებისთვის შერჩეულ კანდიდატებს გადაეგზავნებათ გასაუბრების თარიღი.

 

გისურვებთ წარმატებას!