საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), პროგრამის - “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა 2 გრანტი, ჯამში 200 000 ლარი.
გაცემული ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი ოპერირების გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საგრანტო პროექტის რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადაა: 22 აპრილი, 2022 წელი (18:00 საათამდე).
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: ხუთშაბათს, 14 აპრილს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 13 აპრილისა.
საგრანტო პროექტის რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა #22-001.
დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი საგრანტო პროექტის რეზიუმეები არ განიხილება. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მიმაგრებული დოკუმენტები.
პროგრამას, GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს.
მიმაგრებული ფაილები