გრუნიში მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი განხორციელდა. მოწვეული მკვლევარის სტატუსით, სლოვაკეთის ა. დუბჩეკის უნივერსიტეტის პროფესორმა როზმარინა დუბოვსკამ ჟურნალში Media4u Magazine გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია.
სტატიაში განხილულია კონკრეტულ დისციპლინებთან მიმართებით სწავლასა და თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები.
პროფესორი როზმარინა დუბროვსკა არჩეულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად, ის ჩვენი უნივერსიტეტის სახელით ახორციელებს სამეცნიერო საქმიანობას საზღვარგარეთ.
გრუნი განაგრძობს სამეცნიერო თანამშრომლობას საპატიო პროფესორთან. მისი ხელშეწყობით იგეგმება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სლოვაკეთის ა. დუბჩეკის უნივერსიტეტთან.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI