წარმატებული ქართული კომპანია „Pulsar Al”-ი გრუნისთან თანამშრომლობას იწყებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


წარმატებული ქართული კომპანია „Pulsar Al”-ი გრუნისთან თანამშრომლობას იწყებს


2022 წლის 5 აპრილს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სტარტაპკომპანიასთან „Pulsar Al”.

 

„Pulsar Al”-ი პირველი წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფაქტობრივად უპრეცედენტო ისტორია შექმნა ავტოინდუსტრიაში გაყიდვების მიმართულებით, რის გამოც ციფრული გაყიდვების გლობალურმა საერთაშორისო ლიდერმა „SpinCar“- მა შეიძინა მისი სრული პაკეტი.

 

მემორანდუმის მიზანია მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ზრუნვა სტუდენტების შემდგომ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე;

 

 თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური) გაზიარებას, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას, აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, მასტერკლასების, კონფერენციების ორგანიზებას; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი პროგრამებისა და სხვა სასწავლო-საგანმანათლებლო (მათ შორის, საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო) პროექტების განხორციელებას; სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას. საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და „Pulsar Al”-ის ექსპერტთა ჩართვას ერთობლივად ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში;

 

ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მიულოცა პარტნიორ კომპანიას და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა გრუნის სტუდენტებს დიდ საერთაშორისო გამოცდილებას შესძენს.

 

შეხვედრის დასასრულს „SpinCar“ -ის თანადამფუძნებელმა - სოფო ჭყოიძემ, წარმოადგინა ორგანიზაციის მცირე პრეზენტაცია.