მაია მელაძის ლექციების ციკლი პოლონელი სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მაია მელაძის ლექციების ციკლი პოლონელი სტუდენტებისათვის


გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე 2022 წლის მარტში ერაზმუს + KA107 პროგრამის ფარგლებში აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩესტოხოვას იან დლუგოზის სახელობის უნივერსიტეტში (პოლონეთი) იმყოფებოდა.

 

პროფესორმა პოლონელი სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების ციკლი კულტურული ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის შესახებ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში, მაია მელაძე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსები, მონაწილება მიიღო კულტურულ ღონისძიებებში. უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად დაიწყო ერთობლივი კვლევა და სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება.

 

პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.