ფრანკოფინიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) წლებია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტი მიავლენს ერთ სტუდენტს ფრანკოფონი სტუდენტების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ბუქარესტში 2022 წლის 11-15 ივლისს.
შერჩეული კანდიდატის სრული ხარჯები დაფინანსდება სააგენტოს მიერ. საერთაშორისო ფესტივალზე გასამგზავრებლად სტუდენტი უნდა ფლბდეს ფრანგულ ენას A2-B1 დონეზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები, არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა, უნდა დაუკავშირდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორს თამარ გაგოშიძეს.
e-mail: t.gagoshidze@gruni.edu.ge
ტელ: 571 27 00 11