მედიცინის სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, გრუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა პროფესიული განვითარების ტრენინგი - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL). ტრენინგზე განხილულ იქნა უახლესი მიდგომები, რომლებიც დაკავშირებულია PBL სესიის, მათ შორის, ონლაინ ფორმატით სწავლების პირობებში, ეფექტიანად ორგანიზებასა და ჩატარებასთან.
ტრენინგს უძღვებოდა ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტი, გრუნის საპატიო დოქტორი, ზაალ კოკაია.
ტრენინგის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ სწავლებას და აღნიშნეს, რომ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს და დაეუფლნენ PBL სესიის ჩატარების ახალ ტექნიკებს.