ქართულ-ევროპული განათლების აკადემიის მოსწავლეები გრუნის სტუმრობდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქართულ-ევროპული განათლების აკადემიის მოსწავლეები გრუნის სტუმრობდნენ


2022 წლის 19 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ქართულ-ევროპული განათლების აკადემიის მოსწავლეები ეწვივნენ.

 

აკადემია რამდენიმე წელია გრუნის პარტნიორი ორგანიზაციაა და მისი მოსწავლეები, ტრადიციულად, ყოველწლიურად სტუმრობენ უნივერსიტეტს, ეცნობიან სასწავლო გარემოს, ლაბორატორიებს, საგანამანათლებლო პროგრამებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მონაწილეობენ სხვდასხვა პროექტში. შედეგად, ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ათეულობით კურსდამთავრებული სწავლას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში განაგრძობს.

 

წელსაც მოსწავლეებმა რექტორის მოადგილის გულიკო გალდავასაგან მიიღეს ზოგადი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, შემდეგ კი დეკანატებში გაეცნენ მათთვის სასურველ სპეციალობებს, დაათვალიერეს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ულტრათანამედროვე მულტიმედიაცენტრი, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.