მენტორობის პროგრამაში გრუნის სტუდენტები ჩაერთვნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მენტორობის პროგრამაში გრუნის სტუდენტები ჩაერთვნენ


ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია 2022 წლის იანვრიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია.

 

პირველი პროექტი, რომელიც თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა, მენტორობის პროგრამაა, რომლის გახსნის ვირტუალური ცერემონია 2022 წლის 11 მარტს გაიმართა.

 

პროგრამა გულისხმობს მენტორის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტის, თანამშრომლობას მისივე სპეციალობის სტუდენტთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციის გაწევას, დახმარებას პროფესიულ დაოსტატებაში, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მომავალი კარიერისათვის უკეთ მომზადებაში.

 

მენტორობის პროგრამის მეორე ნაკადისთვის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან 11 სტუდენტი შეირჩა, ისინი მენტორებთან ერთი სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ.

 

მენტორობის პროგრამის მეორე ნაკადში გრუნისთან ერთად მონაწილეობს მხოლოდ სამი უნივერსიტეტი:

  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

პროგრამის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე სტუდენტები, მენტორები, ასოციაციის საბჭოს წევრები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, გრუნის რექტორი მამუკა თავხელიძე და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე. რექტორმა ორგანიზატორებს, მენტორებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა, ისაუბრა ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ და წარმატება უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.