საჯარო ლექცია: ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის სამართლებრივი ასპექტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია: ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის სამართლებრივი ასპექტები

2022 წლის 7 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია: „ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის სამართლებრივი ასპექტები“.

 

ლექციას უძღვებოდა შსს მცხეთა-მთიანეთის დეტექტივ-გამომძიებელი, ვიცე-პოლკოვნიკი იოსებ წერეთელი.

 

ლექციაზე განიხილეს ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ორი ფორმა: ადევნება და სექსუალური შევიწროება.

 

აღინიშნა, რომ ეს საკითხი დღეს საქართველოშიც აქტუალურია, ამიტომ ჩვენი ქვეყანა 2017 წელს მიუერთდა სტამბულის კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის სხვადასხვა ფორმისაგან ქალების დაცვის რეგულაციებს. საჯარო ლექციის მიზანია, თითოეული მოქალაქე ფლობდეს ელემენტარულ ცოდნას იმ სამართლებრივი ნორმების შესახებ, რომელიც დაეხმარება მას თავი დაიცვას მოძალადისგან.

 

იოსებ წერეთელმა სტუდენტებთან მიმოიხილა ადევნებისა და სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმა, დაახასიათა მოძალადის ფსიქოპორტრეტი, განუმარტა ახალგაზრდებს, როგორი ქმედება ფასდება ძალადობად და რა მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება აგოს პასუხი მოძალადემ.

 

ლექციაზე განიხილეს კონკრეტული მაგალითებიც და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგებიც.

 

ლექციამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

დასასრულ, იოსებ წერეთელმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.