პოსტსადოქტორო გრანტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პოსტსადოქტორო გრანტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

საფრანგეთში პოსტსადოქტორო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად იწყება განაცხადების მიღება.

 

პროგრამა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, ორ ქართველ მკვლევარს საშუალება აქვს მოიპოვოს დაფინანსება საფრანგეთში ერთთვიანი სამეცნიერო სტაჟირების განსახორციელებლად.

 

პოსტსადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:

  • კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში;
  • ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში.

 

განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.

 

დამატებით ინფორმაცია იხილეთ: l’Institut français de Géorgie.

 

არ გამოტოვოთ კვლევითი მობილობის პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია 2022 წლის 14 მარტს. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: ce formulaire.

 

მასპინძელი დაწესებულების შესახებ კითხვებისთვის და ასევე ყველა სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს, ქალბატონ ნასტასია დომპსს: nastasia.dhomps@institutfrancais.ge