გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე NAFSA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე მომხსენებლად მიიწვიეს. NAFSA საერთაშორისო განათლების სფეროში მსოფლიოს ყველაზე დიდი ასოციაციაა, რომელიც ემსახურება 10 000-ზე მეტ წევრსა და 3500-ზე მეტ ინსტიტუტს 150-ზე მეტ ქვეყანაში.
NAFSA-ს კონფერენციაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წლის 10-11 მარტს გაიმართება, ანა აბესაძე ისაუბრებს უნივერსიტეტისთვის რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვნების, კონფერენციის მონაწილეებთან სამომავლო კოოპერაციის გეგმების, საქართველოს უნივერსიტეტებისა და აშშ-ის საერთაშორისო განათლების მენეჯერებთან პარტნიორობის ორმხრივი ბენეფიტების შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში მომხსენებლად უნივერსიტეტის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფასილიტატორმა, მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო განათლების მენეჯმენტის პროგრამის თავმჯდომარემ, პროფესორმა დევიდ ვიკიმ, რომელმაც 2022 წლის 20-21 იანვარს, თბილისში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე, მოისმინა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ინტერნაციონალიზაციის სფეროში გაწეული საქმიანობა და საჭიროდ მიიჩნია პანდემიის ფონზე მიღწეული ამ შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო დონეზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI